თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლად, მოადგილეებთან ერთად, წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის:
დუშეთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;
მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ;
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;
დაბა ფასანაურში და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2023 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილში.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.